გერმანიაში სპეცსამსახურები კორონასკეპტიკოსებს გააკონტროლებენ

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისი და შინაგანი დანიშნულების სპეცსამსახური, რომელიც შსს-ს ეკუთვნის, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კორონასკეპტიკოსებს კონტროლ ქვეშ აიყვანენ – გერმანული “შპიგელი” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
საუბარი არ არის მხოლოდ მოძრაობა Querdenker-ზე, რომელიც საკარანტინო შეზღუდვების წინააღმდეგ უმეტესი საპროტესტო აქციების უკან დგას, არამედ, შეთქმულების თეორიის მომხრეებზეც, მაგალითად, ისეთზე, როგორიცაა QAnon ან რეიხსბურგერების იდეოლოგიის მომხრეები.

ამის საფუძველი გახდა ის, რომ ასეთი მოძრაობები, სამართალდამცველების აზრით, ზოგჯერ რადიკალ მემარჯვენეებთან არიან დაკავშირებული, შესაბამისად, სახელმწიფოში ანტიდემოკრატიულ პროცესებს პროვოცირებენ.
ზედამხედველობამ, შესაძლებელია, მოიცვას შეხვედრების, კომუნიკაციის, საბანკო ანგარიშების მონიტორინგი.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პრემიერისგან რეზიდენციის რემონტისთვის ფინანსებზე ახსნა-განმარტებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაპოლონეთმა კარანტინის შემსუბუქების შემდგომი ეტაპები დააანონსა