გერმანიაში სირიის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები დააპატიმრეს

გერმანიის პოლიციამ სირიის ორი მოქალაქე დააპატიმრა, რომლებიც დაზვერვის სამსახურებში მუშაობის პერიოდში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები – Reuters-ი წერს.
გერმანიის გენპროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცები პატიმრების წამებაში არიან ბრალდებული. 56 წლის ანვარ რ. და 42 წლის ეიად ა. ბერლინში დააპატიმრეს. ისინი დამასკოში მუშაობდნენ და სირია 2012 წელს დატოვეს. ანვარ რ. სირიის დაზვერვის მაღალჩინოსანი იყო. ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა დაკავებულების სისტემატურ და სასტიკ წამებას. მეორე მამაკაცი ანვარის დაზვერვის განყოფილებაში მუშაობდა.

საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ გერმანია, ნორვეგია და შვედეთი სამად სამი ქვეყანაა, სადაც იმ სამხედრო დანაშაულისთვის შეუძლიათ განსასჯელის სკამზე დასვან ეჭვმიტანილები, რომლებიც მათ სხვადასხვა ქვეყნებში ჩაიდინეს.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში ვადამდელი არჩევნები გაიმართება
შემდეგი სტატიალაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება