გერმანიაში სინაგოგებზე თავდასხმა პრეზიდენტმა შტაინმაიერმა დაგმო

გერმანიის პრეზეიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მკაცრად დაგმო ქვეყანაში სინაგოგებზე თავდასხმის ფაქტები. “ის, ვინც გერმანიის ქალაქებში დავითის ვარსკვლავიან დროშებს წვავს და ანტისემიტურ ლოზურგებს იძახის, არა მხოლოდ ბოროტად იყენებს დემოკრატიის თავისუფლებებს, არამედ ისეთ დანაშაულს სჩადის, რომელიც სისხლის სამართლებრივად იდევნება” – 14 მაისს “ბილდმა” გაავრცელა პრეზიდენტის სიტყვები.
გერმანიის ბონსა და მიუნსტერში სინაგოგის წინ ისრაელის დროშები დაწვეს, ბონში სინაგოგას ქვები ესროლეს, ადრე დიუსელდორფში ყოფილი სინაგოგის ადგილას გაკრული დაფა დააზიანეს, გარდა ამისა, გელზენკირხენში 12 მაისს დაახლოებით 180 დემონსტრანტი ქალაქში ანტისემიტურ ლოზუნგებს ყვიროდა. ჰანოვერში ისრაელის დროშის დაწვას შეეცადნენ, ბერლინში ისრაელის დროშა მოიპარეს, მანჰეიმში უცნობმა სინაგოგის შუშები ჩაამტვრია – “დოიჩე ველე” წერს.

ინციდენტები პალესტინა-ისრაელს შორის კონფლიქტის გამწვავების ფონზე მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც აღმოსავლეთ იერუსალიმიდან ხელისუფლებამ რამდენიმე პალესტინელი ოჯახის გასახლება მოინდომა. არეულობებზე, რომელიც ამას მოყვა, ასობით პალესტინელი დაშავდა.

პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან 10 მაისს ისრაელის მხარეს 1600 რაკეტა გაუშვეს.ისრაელმა, თავის მხრივ, ღაზას ასობით ობიექტი დაბომბა. კონფლიქტს უკვე შეეწირა ისრაელის მხრიდან 7 ადამიანი, პალესტინის მხრიდან 83 პირი, მათ შორის ბავშვები.

banner
წინა სტატიაშიესპანური მხარე ქართულ პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს გაეცნო
შემდეგი სტატიაირანში ჰომოსექსუალი თავმოკვეთილი იპოვეს