გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სახლისკენ მიმავალ ქალს თავს 32 წლის კაცი დაესხა. იმ დროს, როცა ქალი საცხოვრებელი კორპუსის შენობაში, საერთო სამრეცხაო ოთახში ჩავიდა, თან გაჰყვა და გააუპატიურა, შემდეგ კი ცემითაც დაემუქრა.

გამომძიებლებმა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობების საფუძველზე, სახლის სათვალთვალო კამერებიდან სურათები ამოიღეს, რამაც პოლიციას საშუალება მისცა დაეკავებინა სავარაუდო თავდამსხმელი, რომელიც შემდეგ დაზარალებულმა ამოიცნო.

სასამართლო ხელისუფლებამ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნით ეჭვმიტანილის დაკავება დაადასტურა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე DiW-ის მიერ შექმნილ საათზე – მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანთან“ ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან
შემდეგი სტატიაცხინვალში, ლიახვში ჩავარდნილ 8 წლის ბავშვს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ