გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 33 წლის კაცმა თანამზრახველთან ერთად თავდაპირველად ოპტიკის მაღაზია გაქურდა, შემდეგ კი აფთიაქიდან 50 ევროს ღირებულების პროდუქციის მოპარვა განიზრახა.

საქართველოს მოქალაქემ უკანა შესასვლელიდან გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება ცხელ კვალზე შეძლეს.

შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მასთან ერთად მყოფი 42 წლის კაცი.

banner
წინა სტატიაშიამერიკის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელი წარმოებაში მიიღო
შემდეგი სტატიასამგორში 22 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი დააკავეს, პოლიციამ ის ზუგდიდში აიყვანა