გერმანიაში სამი სირიელი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს

9“ისლამური სახელმწიფოს” სამი სავარაუდო წევრი გერმანიაში დააკავეს – The Independent-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამი სირიელი-ბოროტმოქმედი ევროპაში სპეციალურად, გამიზნულად ტერაქტების ჩასატარებლად შემოვიდნენ. გზაში, მათ თანამოაზრე იპოვეს, რომელიც ასევე საქმეში დაიამხანაგეს.
წინასწარი ინფორმაციით, ორ თვითმკვლელს დიუსელდორფში, ჰაინრიხ ჰაინეს პარკში უნდა მოეწყო ტერაქტი, კიდევ ორის მიზანი კი, ისეთ ადგილას აფეთქება იყო, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს.
გამოცემის თანახმად, ტერორისტები დაახლოებით პარიზის გეგმის განმეორებას ცდილობდნენ – ქალაქის პროკურატურა აცხადებს.

banner
წინა სტატიაშიშენ და შენი გრძელთმიანი პარტიული შნირი მზად ხართ აგოთ თქვენი წილი პასუხი როგორც ორგანიზატორებმა?
შემდეგი სტატიაამერიკელმა 30 დოლარად მაცივარი იყიდა, სადაც ცხედარი იდო