გერმანიაში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 650 ადამიანის ევაკუაცია მოხდა

გერმანიის ქალაქ ჰალბერშტატში, რომელიც საქსონია-ანჰალტის მიწაზე მდებარეობს, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რომლის შემდეგადაც ადგილობრივების ევაკუაცია გახდა აუცილებელი. აფეთქება წუხელ, შუაღამით გაისმა – გერმანული Bild-ი წერს. მძიმე დაზიანება 43 წლის მამაკაცმა მიიღო.
გამოძიება არკვევს აფეთქება წინასწარ განზრახული იყო თუ შემთხვევით მოხდა. ასევე, გავრცელდა, რომ კორპუსში დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა. რატომ და ან ვის ეკუთვნოდა ისინი, უცნობია.

banner
წინა სტატიაშიირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებს თავდაუსხმელობის პაქტს სთავაზობს
შემდეგი სტატიაშსს-მ იმოქმედა სწრაფად და ეფექტურად – გახარია “კურიერის” ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება