გერმანიაში როკ ფესტივალზე ელ-ჭექისგან 42 ადამიანი დაშავდა

5 (2)როკ ფესტივალ Rock am Ring-ზე, რომელიც გერმანიაში ტარდებოდა, 42 ადამიანი დაშავდა ელ-ჭექისგან. მათგან 8 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი რეანიმაციაში წევს – BNO News-ი ფესტივალის ორგანიზატორებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სამსახურების თანამშრომლები და “წითელი ჯვრის” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კონცერტი შეწყდა, თუმცა ნახევარი საათის შემდეგ ისევ გაგრძელდა. ფესტივალზე დაახლოებით 90 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

რამდენიმე დღის წინ გერმანიაში 35 ადამიანი გადაიყვარეს ჰოსპიტალში ელ-ჭექის გამო, მათ შორის 30 ბავშვი.

2015 წელს ფესტივალზე Rock am Ring მაყურებლებს ასევე დაარტყა ელ-ჭექმა. მაშინ 12 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
Rock am Ring მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ფესტივალია. ის 4 დღე გრძელდება. ფესტივალი 1985 წლიდან არსებობს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: დარწმუნებული ვარ, თსუ ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებული, უფრო ერთიანი გამოვა
შემდეგი სტატიამერკელს Airbus-ის ვეტმფრენებით ფრენა აუკრძალეს