გერმანიაში ქართველი ემიგრანტები ჰუბერტ ქნირშს პოლიტიკურ კრიზისში უფრო აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს ღია წერილით მიმართავენ და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში უფრო აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ.

“ქართველმა ემიგრანტებმა, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ და ყოველთვის არიან აქტიურად ჩართულები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიუხედავად დისტანციაზე ყოფნისა, გვთხოვეს სამოქალაქო აქტივისტებს მათ მიერ დაწერილი წერილი გადაგვეცა ელჩისთვის. ითხოვენ საერთაშორისო პარტნიორები დაეხმარონ უმნიშვნელოვანესი 6-პუნქტის შესრულებას”, – თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

გერმანიის საელჩოში სამოქალაქო აქტივისტების წერილი ელჩის სახელზე დღეს, 22 მარტს შევა. ემიგრანტები ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას” ღიად ანტიდასავლური პოლიტიკა აქვს, ოპოზიციის წინააღმდეგ კი პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი საბანაძეზე – როგორც ჩანს, მისთვის შეუთავსებელი გახდა მთავრობის საგარეო პოლიტიკა
შემდეგი სტატიათელავის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს