გერმანიაში პროსტიტუციის შესახებ ახალი კანონი მიიღეს

გერმანიაში პროსტიტუციის შესახებ ახალი კანონი მიიღეს

33დღეს, 7 ივლისს, გერმანიის ბუნდესტაგმა პროსტიტუციის შესახებ კანონი მიიღო. კანონის თანახმად, სექს-მომსახურებით დაკავებული ქალები ძალადობისგან, ექსპლოატაციისაგან და იძულებისგან იქნებიან დაცული – ამბობს ოჯახის, ხანშიშესულების და ახალგაზრდების საქმეების ხელმძღვანელი მანუელ შვეზინგი.

ახალი კანონის თანახმად, სექს-მუშაკები წელიწადში ორჯერ ვალდებული იქნებიან რეგისტრაცია გაიარონ, გარდა ამისა, ჯანდაცვის უწყებაში კონსულტაცია ევალებათ, ამასთანავე, 18-დან 21 წლის ასაკამდე სექს-მუშაკებისთვის ეს ვადები ნაკლებია. შვეზინგის თქმით, “ვალდებულებები ქალების შესავიწროვებლად კი არა, მათ დასაცავად არის შემორებული”.
გარდა ამისა, დღეიდან სექს-დაწესებულებების მფლობელები ვალდებული იქნებიან საკუთარი ბიზნესისთვის ნებართვა აიღონ და “ნდობის შემოწმება” გაიარონ. ბორდელებისთვის პირობები გამკაცრდა, კერძოდ, კი უნდა გაიყოს მომსახურეობისა და საცხოვრებელი ადგილები და იკრძალა მომსახურება “ყველაფერი შედის”. კანონის დარღვევისთვის დაწესებულების მეპატრონეს 50 ათასი ევროთი დაჯარიმა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიბლინკენი: უკრაინის და საქართველოს ნატოში მიღების საკითხი დღის წესრიგში ახლა არ დგას
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პრემიერის პოსტზე ორი კანდიდატი დარჩა