გერმანიაში პანდემიის პერიოდში სტუდენტებმა დახმარების სახით 166 მილიონი ევრო მიიღეს

უკანასკნელი 12 თვის მანძილზე, ანუ, იმ პერიოდში, როცა პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებდა, გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა დახმარების სახით დაახლოებით 166 მილიონი ევრო მიიღეს. გერმანიის სტუდენტთა კავშირის (DSW) მონაცემებით, საშუალოდ, სტუდენტები, რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ, თვეში 450 ევროს იღებდნენ.

სულ 2020 წლის 16 ივნისიდან 548 ათასი განცახდება განიხილეს, ფინანსური დახმარება 370 ათას სტუდენტს გაეწია. თუმცა, რადგანაც განცხადება ყოველი თვე ხელახლა იყო შესატანი, ძნელია იმ სტუდენტების რაოდენობის დადგენა, რომელთაც ეს შესაძლებლობა გამოიყენეს – “დოიჩე ველე” წერს.

დახმარება გაეწიათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ან სხვა მიზეზებით მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითბილისი პრაიდის ხელმძღვანელი: ვასაძე საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს შეხვდა