გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში – კანკავა

კანკავა 2024-ისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადში დასახელებულ ფეხბურთელებს შორისაა. მისი თქმით, გერმანიაში ნაკრებ როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგება მხარში. კანკავა პოსტში მიზეზებზე არ საუბრობს.

იხილეთ:

“საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება”.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული ურთერთობების გადახედვა კი, ჩვენი სამშობლო შესაძლოა დამოუკიდებლობის დაკარგვის ფაქტის წინაშე დააყენოს
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას” – რას ეტყვით თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს, ჩვენმა პარტნიორმა აშშ-მ იმიტომ დაგავსანქცირა, რომ სუვერენიტეტს ვიცავდითო?