გერმანიაში მუშას, რომელიც თავის თანამშრომლებს წამლავდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ბილეფელდის გერმანულმა სასამართლომ 7 მარტს მამაკაცს, რომელიც თავის კოლეგებს საჭმელში საწამლავს უყრიდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. კლაუს ო. რამდენიმე მუხლით დამნაშავედ სცნეს. ვადამდელი განთავისუფლების შემთხვევაში, რომელიც, როგორც სასამართლომ დაადგინა, 15 წელზე ადრე არ იქნება, მას სპეციალურ კამერაში გადაიყვანენ, სადაც იმაზე ლმობიერი პირობები ექნება, ვიდრე ჩვეულებრივ ციხეში – “დოიჩე ველე” წერს.
კლაუს ო. თავის კოლეგებს საჭმელში თეთრ საწამლავს უყრიდა. შედეგად ერთი კომაშია, ორს კი ღვიძლის სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული.
ბრალდებული სასამართლოზე ხმას არ იღებდა. ფსიქოლოგის თქმით, კლაუს ო-მ თავი “მეცნიერად” წარმოიდგინა და თავის კოლეგებზე ექსპერიმენტებს ატარებდა.

banner
წინა სტატიაშიეუთო თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“ფრესკოს” დამფუძნებელის ვასილ სოფრომაძის სკანდალური ვიდეომიმართვა-ვინჩესტერი ავიღოთ ხელში?!