გერმანიაში მთვრალი მფრინავი დააკავეს

გერმანიის შტუტგარტიდან პორტუგალიაში ავიაკომპანია Air Portugal-ის რეისი მთვრალი პილოტის გამო გადაიდო. მგზავრები, რომლებიც გუშინ უნდა გაფრენილიყვნენ პორტუგალიაში, გერმანიაში დარჩებიან 26 მარტამდე – უფრო ადრე ავიაკომპანია ვერ ახერხებს მათ გადაფრენას.
მეორე პილოტის არაფხიზელ მდგომარეობაში მოსვლაზე პოლიციას მისმა კოლეგამ განუცხადა, რომლის შემდეგადაც მფრინავი დააკავეს. რეის TP523-ის 106 მგზავრებს კიდევ რამდენიმე დღე მოუწევთ გერმანიაში ყოფნა – ინფორმაციას გერმანული dpa ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა ხანძარმა, იაკობაძეების 7 წევრიან ოჯახს, სახლის გარდა გაუნადგურა ფუტკრების ოჯახი და 2 ტონამდე თაფლი
შემდეგი სტატიააშშ-ში იარაღის გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით აქციები გაიმართა