გერმანიაში მსოფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე მატარებელი გაუშვეს

მსოფლიოში პირველმა წყალბადზე მომუშავე მატარებელმა გერმანიაში მგზავრები გადაიყვანა. 17 სექტემბერს მატარებელმა პირველი რეგულარული რეისი შეასრულა კუკხაგენ-ბუკსტეხუდეს მარშრუტზე. მატარებელი Coradia iLint გერმანიის სამხრეთ საქსონიის მიწის ოთხ ქალაქს შორის იმოძრავებს. რეისის შესრულებამდე მატარებელმა საცდელი გასვლა განახორციელა, რომელსაც სამხრეთ საქსონიის ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრი ბერნდ ალტხუსმანი აკვირდებოდა.
Coradia iLint-ს 140 კმ/საათში შეუძლია იმოძრაოს.
ითვლება, რომ წყალბადის საწვავი გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს.
სამხრეთ საქსონიის მთავრობა უახლოეს მომავალში დიზელის მატარებლების წყალბადის მატარებლებით შეცვლას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი მართლაც ქმედებებით დადასტურდა, რომ არის ცუილა (ვიდეო)
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტთა“ ალიანსს ტოვებს (VIDEO)