გერმანიაში მოკლული დავით მარდიანის მამა განცხადებას ავრცელებს

გერმანიაში მოკლული დავით მარდიანის მამის, იური მარდიანის განცხადებას საინფორმაცია სააგენტო “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:mardianaia

 

 

“შავი ტრანსპლანტაციის (ადამიანის ორგანოებით უკანონოდ ვაჭრობის მსხვერპლის) – გერმანიაში მოკლული დავით მარდიანის ოჯახი გაცნობებთ, რომ – 07 03 2016 / 12:00 საათზე – ჩატარდება საპროტესტო აქცია გერმანიის საკონსულო დეპარტამენტის მისამართით (დავით აღმაშენებლის გამზირი 166 – ძველი დოკუმენტური კინოსტუდიის გვერდით). აქცის მოთხოვნის შინაარსი: აქცია მიმართავს საქართველოს და მსოფლიო საზოგადოებრიობას საკუთრი სიმართლის და ღირსების მხარდასაჭერად; და გერმანიის, საქართველოს სახელმწიფოებს და ასევე მსოფლიოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს შეახსენებს რომ დავით მარდიანის მკვლელობიდან (რომელიც მოხდა 2010 წელს!) გავიდა 6 წელი, რომელი პერიოდის განმავლობაშიც არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, არც შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაცია არ დაინტერესბულა საერთაშორისო მაფიის მიერ ჩადენილი ამ შემზარავი ფაქტის გამოძიებით, რაც ჩვენს მიერ უკვე აღიქმება როგორც შავი ტრანსპლანტაციის განვითარების და მფარველობის ხელშეწყობ პოზიციად! აქედან გამომდინარე, მოკლული დავით მარდიანის მამა, მე იური მარდიანი ვაცხადებ, რომ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია წარმოადგენს სამართლიანობის და კანონიერების განხორციელების მორიგ მცდელობას, რომლის შემდგომ, თუ არ იქნება ძიების რეალური პროცესი დაძრული, არ შევეგუები არსებულ უსამართლობას და იძულებული ვხდები, ჩემთვის და საზოგადოებისთვის საჭირო სამართლიანობის აღდგენის მიზნით განვახორციელო ჩემს ხელთ არსებული ყველა რადიკალური ქმედება. ასევე ვაცხადებ, რომ ყოველგვარი პასუხისმგებლობა შესაძლო შედეგებზე, მთლიანად ეკისრება ყველა იმ სახელმწიფოს (გერმანიის და საქართველოს ჩათლით) და იმ საერთაშორისო ორგანნიზაციების ხელმძღვანელებს რომლებიც პასუხისმგებლები არიან აღნიშნნული მკვლელობის ფაქტის გამოძიებაზე და დამნაშავეთა დასჯაზე” იური მარდიანი. 02 03. 2016″

დავით მარდიანის მამა,  იური მარდიანი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ უკან დაიხია, გლეხებისთვის მიწების რეგისტრაცია გამარტივდება
შემდეგი სტატიასაინფორმაციო სააგენტო “თაიმერის”გამოკითხვის თემას 1973 ადამიანი გამოეხმაურა