გერმანიაში მიგრანტებს შორის ბინ ლადენის დაცვის წევრი აღმოაჩინეს

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” გაავრცელა, რომ ქვეყანაში მიგრანტებს შორის იმყოფება “ალ-ქაიდას” ყოფილი ლიდერის უსამა ბენ ლადენის დაცვის წევრი, რომელიც ახლა სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას 1167 ევროს იღებს ყოველთვიურად- “დოიჩე ველე” წერს.
პარტიის ინფორმაციით, მამაკაცი ოფიციალურად ისლამისტად ითვლება, მაგრამ გერმანია მის დეპორტირებას არ ახდენს. 2017 წელს გერმანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თუკი სამი ა. საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდება, მას წამება ან დევნა ელოდება.
გერმანიის მთავრობამ სამი ა.-ს დეპორტირება სცადა 2006 წელს. თვითონ მამაკაცი კი ქვეყანაში ცდილობს დარჩენას, სადაც ის პირველად 1997 წელს სტუდენტის სტატუსით იმყოფებოდა. სამი ა. 1999-2000 წლები ავღანეთში ტერორისტების ბანაკში ცხოვრობდა და ბენ ლადების დაცვის წევრი იყო. მიმდინარე მომენტში სამი ა. გერმანიაში ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს, რომლებიც გერმანიის მოქალაქეები არიან.

banner
წინა სტატიაშიისრაელი რუსული С-300-ის ჩამოგდებით იმუქრება
შემდეგი სტატია„კანონით დაცული იქნება ბალანსი სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის“ – ნათია მეზვრიშვილი