გერმანიაში მერკელის რეიტინგი ისევ იზრდება

Financial Times - მერკელი წლის ადამიანი

გასულ თვეში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის რეიტინგი ისევ გაიზარდა – ამაზე გამოკითხვა მოწმობს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ორგანიზაცია YouGov-მა ჩაატარა – შედეგები დღეს გამოქვეყნდა.

შეკითხვაზე, “ხართ თუ არა კმაყოფილი მიმდინარე მომენტში კანცლერ ანგელა მერკელის მუშაობით?” რესპოდენტების 37%-მა განაცხადა “დიახ”, ან “უფრო მეტად კმაყოფილი”. ერთი თვით ადრე მერკელის მუშაობა გერმანელებმა უარესად შეაფასეს – მხოლოდ 32% უჭერდა მის პოლიტიკას მხარს.
რესპოდენტების ნახევარზე მეტი ისევ უკმაყოფილოა მერკელის პოლიტიკით: გამოკითხულთა 56%-მა თქვა, რომ მათ კანცლერის მუშაობა არ მოსწონთ, მათ შორის საემიგრაციო პოლიტიკა. თებერვალში ეს მაჩვენებელი 61% იყო.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: კოალიცია არჩევნებზე ერთიანი ძალებით უნდა გავიდეს
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე: საქმე ვერანაირად გახსნილად ვერ ჩაითვლება, დაკავებულია მხოლოდ ერთი თავდასხმელი