13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

გერმანიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

Deutsche Welle -ს გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში, რაინლანდ-პფალცში, სოფელ პრუმის მაცხოვრებლების ევაკუაცია გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი 250 კილოგრამიანი ბომბი აღმოაჩინეს..

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კვირას დაახლოებით 800 ადამიანს დროებით დაატოვებინეს საცხოვრებელი სახლები, რათა სპეციალისტებს უსაფრთხოდ გაენეიტრალებინათ ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ბომბი საფრთხეს არ წარმოადგენდა და მისი განეიტრალება რამდენიმე საათში მოახერხეს.

გარდა ამისა, მსგავსი ოპერაციები იმავე დღეს დაგეგმილი იყო გერმანიის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, — ჰამელნსა და ბრემენში.

banner
წინა სტატიაში“ვინ თუ არა ბიძინა ივანიშვილი.. ამ ქვეყნისთვის თავი აქვს გადადებული”- ირაკლი კირცხალია
შემდეგი სტატიათაზო დათუნაშვილი: მზად ვარ სარჯველაძეს საჯაროდ ბოდიში მოვუხადო, თუ ახლა გადადგამს სწორ ნაბიჯს