10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

გერმანიის ქალაქ დრეზდენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს.

როგორც Deutsche Welle იუწყება, ქალაქში 18 000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში აღმოჩენილი ბომბი 250 კილოგრამს იწონის. მდინარე ელბის ნაპირზე ნაპოვნი იყო ორი საეჭვო ობიექტი. სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი მათგანი არის ბრიტანული ბომბი.

გამოცემის მიხედვით, ეს დრეზდენში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა.

გასულ წელს იგივე ტერიოტორიაზე ოთხი ბომბი აღმოაჩინეს, რის გამოც აგვისტოში 17 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

დრეზდენი 1945 წლის თებერვალში მოკავშირეების მასშტაბური საჰაერო რეიდების შედეგად დაიბომბა. ამ თავდასხმების დროს 25 000-მდე ადამიანი დაიღუპა და ქალაქის ცენტრის დაახლოებით 90% განადგურდა.

banner
წინა სტატიაშიირანის ახლადარჩეული უზენაესი ლიდერი დაიჭრა
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას