გერმანიაში Mein Kampf-ს გამოსცემენ

მიუნჰენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტი 2016 წელს ადოლფ ჰიტლერის Mein Kampf-ს ხელახლა გამოსცემს. წიგნი გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გამოცემულა.
Mein Kampf ორ ტომად გამოვა, 1000 გვერდის მოცულობით და 59 ევრო ეღირება. პირველი ტირაჟი დაახლოებით 3,5-4 ათასი ეგზემპლარი იქნება.
გამომცემლების თქმით, საერთო ტექსტს დაერთვება კრიტიკურლი კომენტარები, რადგანაც წიგნში აშკარად გამოხატულია ანტისემიტიზმი.
Mein Kampf-ის გამოცემას გერმანიაში მცხოვრები ებრაელების მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოყვა, მათ წიგნს “საშიში” უწოდეს, თუმცა, ინსტიტუტში განმარტავენ, რომ წიგნის გამოცემა იმიტომაც არის საჭირო, რომ მის ირგვლივ არსებული მითი დაინგრეს.
რამდენიმე ხნის წინ Mein Kampf-ის ფრანგულ ენაზე გამოცემის ინიციატივით ფრანგული Fayard-ი გამოვიდა, რომელიც ასევე კომენტარების დართვას აპირებს.
წიგნის გამოცემის საავტორო უფლება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბავარიის მიწის ფედერალურ მთავრობას აქვს.
უკანასკნელი 70 წლის მანძილზე ადგილობრივი ხელისუფლება კატეგორიულ უარს აცხადებდა წიგნის დაბეჭდვაზე. 2016 წლის 1 იანვრიდან ბავარიის მთავრობას საავტორო უფლება ეწურება და წიგნის გამოცემა ყველას მსურველს შეეძლება.
Mein Kampf ჰიტლერმა 1920-იან წლებში, ციხეში ყოფნის პერიოდში დაწერა. ის ავტობიოგრაფიულია, მაგრამ ნაციონალ-სოციალიზმის პროპაგანდაა.
რამდენიმე ქვეყანაში წიგნი ექსტრემისტული ნამუშევრების სიაშია შესული და მისი გამოქვეყნება კანონით იკრძალება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: პირობა დავდე რომ რეზონანსული საქმეები გამოძიებული იქნება
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: მამუკა ვასაძეზე არჩევნის შეჩერების ერთადერთი მთავარი მიზეზი და საფუძველი იყო მისი პროფესიონალიზმი