გერმანიაში მალე უპილოტო ავტომობილები რეგულარულ რეისებს შეასრულებენ

გერმანიაში მალე უპილოტო ავტომობილები რეგულარულ რეისებს შეასრულებენ

გერმანიაში უპილოტო ავტომობილებს და ავტობუსებს ექსპლუატაციაში შემოიღებენ და გარკვეულ ზონებში მის გამოყენებას დაიწყებენ – 21 მაისს ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც სამარშრუტო ავტობუსები და სატვირთო ტრანსპორტი მოკლე დისტანციაზე ექსპლუატაციაში შევა. წესი გავრცელდება სრულიად ავტონომიურ მართვაზე, ე.წ. ავტომატიზაციის მეოთხე დონეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომობილები მძღოლის გარეშე ივლიან. შესაძლებელი იქნება საგანგებო სიტუაციებში მართვის ცენტრიდან ჩარევა.

ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამდაგვარად გერმანია პირველი ქვეყანაა, რომელმაც უპილოტო ავტომობილები რეგულარული გამოყენებისთვის შემოიღო – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიდრეზდენში ტურისტებზე დანით თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაბურთები სინამდვილეში ის ფერი არ არის, რასაც ხედავთ