გერმანიაში კოვიდ-19-ით დააავდების შემთხვეევბი მატულობს

გერმანიაში მესამე დღეა კოვიდ-19-ით დააავდების შემთხვეევბი მატულობს. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით 9 ივლისის 100 ათას მოსახლეზე დაავადებულთა რიცხვმა 5,5 ადამიანს მიაღწია. გასული კვირის ბოლოს 100 ათას მოსახლეზე 4,9 დაავადებული მიდიოდა, 8 ივლისს კი – 5,2.
სულ უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე 949 პირი დაავადდა, კოვიდ-19-სგან გარდაიცვალა 49 პაციენტი.

გერმანელი რეანიმატოლოგები ნიღბის ტარების აუცილებლობისკენ მოუწოდებენ მანამდე, სანამ ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყანაში 85 % არ მიაღწევს. “სანამ ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყანაში არ მიაღწევს 85%, შეზღუდვების შემდგომი შესუსტებისგან თავი უნდა შევიკავოთ და შევინარჩუნოთ ნიღბების რეჟიმი” – გერმანიის ინტენსიური და გადაუდებელი მედიცინის ხელმძღვანელმა გერნოტ მარქსმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა – “დოიჩე ველე”წერს.

9 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსისგან გერმანიაში მოსახლეობის 40%-ია აცრილი. მოსახლეობის 59% მინიმუმ ერთი დოზა მაინც აქვთ გაკეთებული.

banner
წინა სტატიაშიმედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული ძალადობისა და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ რვა პირს ბრალდება წარედგინა
შემდეგი სტატიატოკიოში ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს