გერმანიაში ყველაზე ლამაზი მამაკაცი აირჩიეს

გერმანიაში სილამაზის კონკურსი “მისტერ გერმანია – 2019” ჩატარდა. 1112 კანდიდატიდან სულ 16 მამაკაცი იბრძოდა ქვეყნის ლამაზი მამაკაცის ტიტულისთვის. ჟიურიმ 27 წლის ლაიპციგელი საშა ზასე აირჩია.

“დოჩიე ველეს” ინფორმაციით, კონკურსმა ისეთი გამოხმაურება გამოიწვია, რომ დარბაზი დასწრების მსურველებს ვერ იტევდა . ფინალისტები ჯინსებსა და ღია პერანგებით გამოვიდნენ , დრეს-კოდი მას შემდეგ მიიღეს, რაც “მის გერმანიაზე” ბიკინით გამოსვლაზე უარი თქვეს – მომავალი წლიდან გოგონები თავდაპირველად მინი-კაბებით გამოვლენ, შემდეგ, თეთრი ფერის კომბინიზონებში.
საშა ზასე სპორტული ფიტნეს მენეჯერია, მაგრამ ახლა ის მოდელად და სტილის კონსულტანტად მუშაობს. “მისტერ გერმანიამ” ბევრი ახალი შემოთავაზება მიიღო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში წმინდა აღმსარებელ თამარის (მარჯანიშვილი) წმინდა ნაწილები ჩამოიტანეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე სამომავლოდ გაორმაგებული ხელფასების პროგნოზზე