გერმანიაში ჯგუფური ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში, ჯგუფური ქურდობის ბრალდებით, საქართველოს ათი მოქალაქე დააკავეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაცია ქალაქ დრეზდენსა და მის შემოგარენში დილით, 06:00 საათზე დაიწყო. სპეცოპერაციაში 600-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.

სპეცოპერაციის დროს 35 საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, რომლის შედეგად, 26-დან 38 წლამდე ასაკის ქართველი მამაკაცები დააკაავეს. პოლიციის ცნობით, ისინი ქვეყანაში დევნილის სტატუსით იმყოფებოდნენ. დაკავებულები არიან ასევე, ლატვიისა და ვიეტნამის მოქალაქეები.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ქართველები ძირითადად, სასმელს, სიგარეტს, ყავას, ბავშვების საკვებ პროდუქტებს და პარფიუმერიას იპარავდნენ და შემდეგ ევროპის ქვეყნებსა და აზიაში ყიდდნენ. ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 30 გრამი კრისტალი და ჰეროინი აღმოაჩნდა.

ამ დროისთვის, ეჭვმიტანილები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს მოქალაქეების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღა- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტებებს აკეთებს
შემდეგი სტატიაპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე იქნება