გერმანიაში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები დააკავეს

ფრანკფურტში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცი – რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები დააკავეს. გერმანიის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე რობერტ ა.-ზე, სომხეთის მოქალაქე ვარჯეს ი.-ზე, რუსეთის მოქალაქე არმან ს.-ზე დაკავების ორდერი არის გაცემული.

პროკურატურის ინფორმაციით, სამივე გერმანიაში უცხოური სადაზვერვო სამსახურის დავალებით ჩავიდა, რათა უკრაინიდან გარკვეული პირის შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინა.

banner
წინა სტატიაში40°C სიცხის ფონზე ხორვატიაში, მონტენეგროში, ბოსნიასა და ალბანეთში ელექტროენერგიის გათიშვა დაიწყო
შემდეგი სტატიაუხვად მოსულმა ნალექმა მარტვილის მუნიციპალიტეტი დააზარალა (video)