გერმანიაში ისლამისტების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო

ასეულობით პოლიციელმა 200-ზე მეტ ბინასა და ოფისში, ასევე ორ მეჩეთში ჩაატარა ჩხრეკა გერმანიაში არსებული რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ. ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, ჩხრეკა ქვეყანაში აკრძალული ისლამისტური ორგანიზაცია DWR-ის (ჭეშმარიტი რელიგია) წინააღმდეგ იყო მიმართული.
ოპერაცია გერმანიის ათ რაიონში ჩატარდა, მათ შორის რეინ-ვესტფალში, ჰამბურგში და სხვა. სპეცსამსახურების მონაცემებით, “ჭეშმარიტი რელიგია” რადიკალური იდეოლოგიის პროპაგანდას ეწეოდა და ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სასარგებლოდ ხალხის გადაბირებას ახდენდა.

“რადიკაური ისლამთან ჩვენი გზავნილი ასეთია: ჩვენ ვერ ვიტანთ ფანატებს, რომლებიც ჩვენი ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენენ და მათ ჯიხადისთვის აგზავნიან” – განაცხადა ჰესენის მიწის შს მინისტრმა პეტერ ბეუტმა.

banner
წინა სტატიაში“ლართან დაკავშირებით მთავრობის განცხადება ტყუილებისა და არაკომპეტენტურობის ნაზავია”
შემდეგი სტატიარუსეთში ტერორისტები დააკავეს