გერმანიაში გაურკვეველი პრეპარატით იმუნიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა

ცნობილი ხდება, რომ გერმანის ქალაქ ლუბეკის იმუნიზაციის ერთ-ერთ ცენტრში, „კოვიდ – 19“-ის საწინააღმდეგო იმუნიზაცია გაურკვეველი ვაქცინით ჩატარდა. სანამ საქმეში პოლიცია ჩაერთო, ცენტრმა, ამ დრომდე დაუდგენელი პრეპარატით, 50 პაციენტის იმუნიზაცია შეძლო.
პოლიციამ ავტორიზაციის არმქონე ე.წ. იმუნიზაციის ცენტრი უკვე დალუქა. დგინდება, რომ ცენტრში მოღვაწე მედიკოსმა მოქალაქეებს, თავის მიერ შექმნილი ე.წ. პრეპარატით ჩაუტარა იმუნიზაცია. პოლიციის ინფორმაციით, ექიმმა უინფრედ სტოკერმა გაურკვეველი ვაქცინით 50-მდე მოქალაქე აცრა.
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატს არ გააჩნია სახელმწიფო რეგულატორის მიერ გაცემული ავტორიზაცია, მედიკოსი ვაქცინაციას მაინც ატარებდა ლუბეკის აეროპორტის იმუნიზაციის ცენტრში.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, არაავტორიზებული იმუნიზაციის ცენტრის დალუქვით, პოლიციამ ვაქცინის რიგში მდგარი 200-მდე მოქალაქის უცნობი პრეპარატით იმუნიზაციის თავიდან აცილება შეძლო.
ამოღებულია იმუნიზაციის დროს გამოყენებული ნივთიერება, ასევე – ერთჯერადი შპრიცები და უკვე აცრილი მოქალაქეების ნუსხა.
შეგახსენებთ, რომ უინფრედ სტოკერი გერმანიაში პოპულარული მას შედეგ გახდა, როდესაც მარტში „შპიგელში“ მასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა – მის მიერ დამზადებული ვაქცინის პრეპარატის შესახებ.
უინფრედ სტოკერი პროფესიით ფიზიკოსია და სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა, ფლობს ლუბეკის აეროპორტს და გერმანიაში მაუწყებლობის მქონე ტელეარხს. არსებული ინფორმაციით, მან პრეპარატი საკუთარ თავზე და 100 მოხალისეზე რამდენიმე თვის წინ გამოსცადა, თუმცა გერმანიის რეგულატორმა, შესაბამისი დოკუმენტაციისა და საჭირო კვლევების არქონის გამო, ვაქცინის ადმინისტრირებაზე ნებართვა არ გასცა. მიუხედავად ამისა, უინფრედ სტოკერი დღემდე ირწმუნებოდა, რომ მისი პრეპარატი „კოვიდ -19“-ის მიმართ 97- პროცენტიანი ეფექტიანობით გამოირჩეოდა.
მსგავსი სახის ქმედება გერმანიის კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს და ისჯება. უინფრედ სტოკერს პოლიციამ შესაბამისი ბრალდება უკვე წაუყენა.
წყარო: https://www.dw.com/en/germany-dozens-take-illegal-mystery-covid-vaccine-before-police-shut-it-down/a-59961203

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა უკრაინელ ხალხს უკრაინულ ენაზე მიმართა – უკრაინის მოქალაქე ვარ და კანონით შემეძლო, საერთოდ უკრაინულად მელაპარაკა
შემდეგი სტატიასააკაშვილი – უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, სულ მცირე ორჯერ ვთქვი უარი პრემიერ-მინისტრობაზე, გვერდზე გავწიე ფუფუნება, პატივისცემა, ბევრი ადამიანი იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ეს ყველაფერი გვერდზე გადადოს