გერმანიაში გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ქვეყანაში „ომიკრონი“ იწყებს გავრცელებას

გერმანიაში ბოლო 9 თვის განმავლობაში კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. „როიტერსის” ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ საშობაოდ რეანიმაციებში 6 ათასამდე პაციენტს მოათავსებენ.

ქვეყანაში 67 186 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 446 ადამიანი, რაც 18 თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გერმანიაში, საერთო ჯამში, ვირუსს 101 790 ადამიანი ემსხვერპლა.

გერმანიის ფედერალური და რეგიონული ხელისუფლებები შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის „მეოთხე ტალღის“ წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ნაბიჯები გადადგან, მათ შორის, გაააქტიურონ ვაქცინაციის კამპანია.

გერმანიის სამხრეთით „ომიკრონი“ კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, იმის მიუხედავად, რომ მათ ვაქცინაციის სრული კურსი ჰქონდათ ჩატარებული. სამი მათგანი ბიზნესვიზიტით იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში, მეოთხე ინფიცირებული კი ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრია.

banner
წინა სტატიაშიედუარდ სააკაშვილმა მამა მოინახულა: სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის ფსიქოლოგიურად ფორმაში და აქვს სურვილი რომ დაესწროს პროცესს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მერიაში მრჩეველთა საბჭოს განახლებული შემადგენლობა მუშაობას შეუდგა