30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

გერმანიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა- Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიაში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობის წინ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

პოლიციის ცნობით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ დემონსტრაციაში დაახლოებით 15000 ადამიანი მონაწილეობს, მათ კონფერენციამდე მისასვლელი გზები გადაკეტეს.

გერმანიის ქალაქ ერფურტში, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყრილობა იმართება, სადაც პარტია ლიდერებს ირჩევს.

როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები პარტიის თანათავმჯდომარეებად ალის ვაიდელსა და ტინო ჩრუპალას აირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიფიშერი: გერმანია-საქართველოს ხანგრძლივი მეგობრობა გადააჭარბებს გამოგონილ ნარატივს, თითქოს გერმანია ან ევროკავშირი მტრულად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ
შემდეგი სტატიაკაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა