გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სახელით, გერმანულმა საკონსულტაციო სამსახურმა შრომითი დავების სასამართლოში სარჩელი შეიტანა

გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სახელით, გერმანულმა საკონსულტაციო სამსახურმა ქალაქ ფრიდრიხსჰაფენის შრომითი დავების სასამართლოში სამუშაო ანაზღაურების საკითხზე სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებულ საკონსულტაციო სამსახურში „მირა“ აცხადებენ,  რომელიც იცავს გერმანიაში ლტოლვილი და მიგრანტი პირების შრომით უფლებებს.

შეგახსენებთ, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამით ჩასული საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს უჩიოდა. მათი განცხადებით, დამსაქმებელი მათ ანაზღაურებას კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით არ უხდიდა. ამის გამო, 18 ივნისს ისინი გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს შესაბამისმა უწყებამ ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანა.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიძიუდოისტი, რომლის ცემასაც უგულავას ედავებიან, პროცესზე უკვე მეორედ არ გამოცხადდა
შემდეგი სტატიაგოცირიძე: ეს მოსამართლეები აქ ცხვირს ვერ შემოყოფენ