გერმანიაში დაკავებულ კოლუმბიელს სილიკონის ძუძუებში ერთი კილო კოკაინი უპოვეს

ფრანკფურტის აეროპორტში დააკავეს ქალი, რომელსაც ქვეყანაში სილიკონის ძუძუებით ერთი კილო კოკაინი შეჰქონდა – Bild-ი წერს.
ინციდენტი 24 თებერვალს მოხდა, თუმცა მის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
გამოცემის თანახმად, მგზავრმა პოლიციის ეჭვი გამოიწვია და მისი დაკითხვა გადაწყვიტეს. მას თითო ძუძუში 500 გრამი კოკაინი აღმოაჩნდა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი გააგზავნეს საავადმყოფოში, სადაც ნარკოტიკებიანი იმპლანტი ამოუღეს.
ქალი ფრანკფურტის ციხეში იმყოფება. კოკაინი ესპანური ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. ფრანკფურტიდან კოლუმბიელი ბარსელობაში მიდიოდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა კუდავა:მიგრაციის კომისარი ავრამოპულოსი თბილისში მალე ჩამოვა
შემდეგი სტატიათბილისში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა