გერმანიაში აუშვიცის ერთ-ერთი უკაანსკნელი საბჭოთა მებრძოლის გარდაცვალებას გლოვობენ

გერმანაიში დავიდ დუშმანის გარდაცვალებას გლოვობენ – ის 227-ე სატანკო ბატალიონის უკანასკნელი ცოცხალი მებრძოლი იყო, რომელიც აუშვიცის (ოსვენცემის) საკონცენტარციო ბანაკის განთავისუფლებაში იღებდა მონაწილეობას. მიუნჰენისა და ბავარიის ებრაელთა სათვისტომოს ხელმძღვანელმა შარლოტა კნობლოხმა (Charlotte Knobloch) 6 ივნისს “ტვიტერში” დაწერა, რომ ამის გამო ძალიან წუხს.

“დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ დავიდ დუშმანი (ნათელი ხსოვნა მას) – უკანასკნელი ცოცხალი მათგან, ვინც ოსცენცემის საკონცენტრაციო ბანაკი გაანთავისუფლა და მიუნჰენის ებრაელთა რელიგიური სათვისტომოს საპატიო წევრი იყო, შაბათს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა” – დაწერა მან. კნობლოხმა დუშმანს “გმირი” უწოდა, რომელმაც “უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა”. “მისი წასვლით ჩვენ დავკარგეთ მამაცი, პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი და ჩვენი რელიგიური სათვისტომოს საპატიო წევრი” – ხაზგასმით აღნიშნა კნობლოხმა.

რუსეთში დუშმანი ცნობილი იყო როგორც ტრენერი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ფარიკაობაში.

banner
წინა სტატიაშიწულიკიანი: პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი აიძულეს, გამოსულიყო, განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ ნუ იყენებთ ჩემს სახელს, გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი
შემდეგი სტატიასტოლტენბერგმა მოსკოვი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე დაპატიჟა