გერმანიაში აშშ-ს საელჩოსთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც აფეთქებით იმუქრებოდა

გერმანიაში აშშ-ს საელჩოსთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც აფეთქებით იმუქრებოდა

ბერლინის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ბერლინში, აშშ-ს საელჩოში შესვლას ცდილობდა და განაცხადა, რომ მის ჩემოდანში ბომბია.
როგორც პოლიციის წარმომადგენელი აცხადებს, მამაკაცი დღეს დილით, საელჩოს უშიშროების სამსახურების მიერ იქნა დაკავებული.
მამაკაცის სახელი არ ვრცელდება, მაგრამ პოლიციაში ამბობენ, რომ ის სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელია.
ტერიტორია ამ წუთამდე პოლიციით არის გარშემორტყმული, მიმდინარეობს ჩემოდნის შესწავლა – “ასოშეითედ პრესი” წერს.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვს ევროპაში აშშ-ს ატომური არსენალის გაზრდის მცდელობაში შეაქვს ეჭვი
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში რუსულ ფაქტორს გამორიცხავს