გერმანიაში აშშ-ს ელჩი სახლშია გასაგზავნი – ბუნდესტაგის თავმჯდომარის მოადგილე

გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის მოადგილემ ვოლფგანგ კუბიცკიმ მოწოდება გააკეთა აშშ-ს ელჩი რიჩარდ გრენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ მას შემდეგ, რაც მან გერმანიის თავდაცვის ხარჯები გააკრიტიკა – Der Spiegel-ი წერს. გამოქვეყნებული საბიუჯეტო გეგმიდან ჩანს, რომ გერმანიაში თავდაცვის ხარჯები 2020 წლისთვის მშპ-ს 1,37%-ით გაიზრდება, შემდეგ კი 2023 წლისთვის 1,25%-მდე მცირდება.
2014 წელს ნატოსთან მოლაპარაკების დროს გადაწყდა, რომ თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 2%-მდე გაიზრდება. მერკელის მთავრობამ პირობა დადო, რომ მას 1,5%-მდე გაზრდიდა. “სამხედრო მზაობის საკითხში ისედაც მიუღებელი პასუხისმგებლობების შემცირება ნატოში გერმანიის 28 მოკავშირისთვის საგანგაშო სიგნალია” – გრენელმა თქვა.
“თუკი ამერიკელი დიპლომატი მოქმედებს როგორც ოკუპირებული მთავრობის უმაღლესი კომისარი, მან მოუწევს გაიგოს, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი” – კუბიცკიმ თქვა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე მიიღებს პასუხს იმ უსახური განცხადებებისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გააკეთა
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: ბიძინა ივანიშვილთანაც პოლიტიკური ინტერესები ასცდა