გერმანიაში აშშ-ს ელჩი კონსერვატორების მხარდაჭერაზე განმარტებას აკეთებს

გერმანიაში აშშ-ს ელჩი რიჩარდ გრენელი შეეცდება გააქარწყლოს ის ნეგატური შთაბეჭდილება, რაც Breitbart News-თან მისმა ინტერვიუმ გამოიწვია. ელჩი იმედგაცრუებულია იმ რეაქციით, რაც მის სიტყვებს მოყვა – 6 ივნისს გერმანული dpa საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, გრენელს არ სურს რომ მას მემარჯვენეების მომხრედ მიიჩნევდნენ და შეეცდება გერმანელ პარტნიორებთან მჭიდრო და ნდობისგამომხატველი თანამშრომლობა ჰქონდეს.

აშშ-ს ელჩმა გერმანიაში რიჩარდ გრენელმა, რომელიც ამ პოსტზე ერთი თვის წინ დაინიშნა, პირობა დადო რომ კონსერვატორ პოლიტიკოსებს დაუჭერს მხარს. ტრადიციულად, დიპლომატები თავს იკავებენ მსგავსი პოლიტიკური განცხადებებისგან. 3 ივნისს ელჩმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ დადებითად აფასებს კონსერვატორი პოლიტიკოსების მოღვაწეობას, მათ შორის ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის. “ბევრი ევროპელი კონსერვატორი, რომლებიც დამიკავშირდნენ, ამბობენ, რომ ისინი კონსერვატიული მოძრაობის აღორძინებას გრძნობენ. მე სრულიად გარკვევით მინდა დადებითად შევაფასო ეს და სხვა კონსერვატორებს მთელს ევროპაში და მათ ლიდერებს მხარი დავუჭირო” – გრინელმა თქვა.

4 ივნისს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა თხოვნით, გრინელის სიტყვები განმარტოს, რომელიც ინტერპრეტაციისთვის სივრცეებს ტოვებს. ადრე ელჩმა მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პოლიტიკას, თუმცა ინტერვიუში სიმპათიებს უცხადებს ავსტრიის კანცლერს სებასტიან კურცს, რომელიც მერკელს იდეოლოგიურად ეწინააღმეეგბა მიგრაციის საკითხებში – Washington Post-ი წერს. ასევე, აშშ-ს ელჩმა გერმანიაში კურცზე თქვა, რომ ის მას უყურებს, როგორც როკ-ვარსკვლავს.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გრინელმა “ტვიტერში” დაწერა, რომ მას არავისთვის გამოუცხადებია მხარდაჭერა, და რომ ის უბრალოდ, თავის დაკვირვებებზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ მშვიდობისმოყვარული ქვეყნების რეიტინგში 102-ე ადგილი დაიკავა
შემდეგი სტატიაქართველმა დიზაინერმა რუსული პასპორტები ფეხსაცმლის დიზაინისთვის გამოიყენა