გერმანიაში ანტიისლამური მანიფესტი მიიღეს

მამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომლებმაც ადგოლობრივ არჩევნებზე გერმანიის სამ მიწაზე გაიმარჯვა, შყუტგარდში გამართულ ყრილობაზე ანტიისლამური პოლიტიკის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
დელეგატები შეთანხმდნენ ახალი მეჩეთების შენების შეჩერებასა და ხიჯაბის ტარების აკრძალვაზე. პარტიის პროგრამაში ასევე წერია, რომ ისლამი გერმანიისთვის უცხოა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა დაახლოებით 400 ადამიანი დააკავეს შტუტგარდში გამართულ დემონსტრაციაზე, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. პროტესტანტების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი – The Guardian-ი წერდა.
ადგილობრივები ქალაქის იმ რაიონში შეიკრიბნენ, სადაც გერმანული პარტია „გერმანიისთვის ალტერნატივას“ (AFD)ანტიმიგრაციული ყრილობა იმართებოდა. შეკრებილები სკანდირებდნენ „მიგრანტებს შეუძლიათ დარჩენა, ფაშისტები კი უნდა წავიდნენ“, „თქვენი სიძულვილის კამპანიას მდგომარეობიდან გამოვყავართ“.
მომიტინგეებმა მანქანის საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს, ცოცხალი ჯაჭვი გამართეს და სამართალდამცველებს ქვების სროლა დაუწყეს. პოლიციის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, არავინ დაშავებულა.
The Guardian-ი აღნიშნავს, რომ გერმანული პარტია AFD-ს ყრილობაზე „ანტიისლამური მანიფესტი“ მიიღეს.

banner
წინა სტატიაშინორვეგია რუსეთთან საზღვარზე კედელს აშენებს
შემდეგი სტატია(foto) პრინცესა შარლოტას ახალი ფოტოები გამოქვეყნდა