გერმანიაში ახლადარჩეულ მერს ცხვირი გაუტეხეს და კბილი ჩაუმტვრიეს

დამოუკიდებელი პოლიტიკოსი მარტინ ხორნი თავის მოულოდნელ გამარჯვებას ზეიმობდა გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში მერის პოსტზე გამართული არჩევნების შემდეგ, როცა მასთან უცნობი მივიდა და სახეში ძლიერად დაარტყა. შედეგად, 33 წლის ხორნს ცხვირი გაუტყდა და კბილი ამოუვარდა. თავდამსხმელი დააკავეს, ის 54 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. ამასთანავე, პოლიცია თავდასხმას პოლიტიკურად მოტივირებულად არ თვლის.
ფრაიბურგი საუნივერსიტეტო ქალაქია, სადაც ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს. ხორნის ერთ-ერთი დაპირება იყო თანამოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დარიგება.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავეს
შემდეგი სტატია“ჰესბოლა” ლიბანში გამარჯვებას ზეიმობს