გერმანიაში ახალგაზრდა უკრაინელი ფეხბურთელი მოკლეს

გერმანიაში 18 წლის უკრაინელი ფეხბურთელი მოკლეს, რომელიც კოველის საფეხბურთო კლუბ “თაიმის” აღზრდილი იყო, – ამის შესახებ უკრაინული პრესა წერს.
ალექსანდრე შვორაკი პოლონეთში ცხოვრობდა, იქედან კი გერმანიაში რამდენიმე დღით, თავის ნაცნობთან ჩავიდა. ტრაგედია ბერლინში მოხდა. იმის გარდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩხუბის დროს, დანით მოკლეს, დეტალები ცნობილი არ არის.
უფრო ადრე გერმანიაში, ასევე ჩხუბის დროს მოკლეს ორი უკრაინელი კალათბურთელი, თუმცა, არცერთი შემთხვევა მოკლულთა ეროვნულ წარმომავლობას არ უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონის შეფი პირველად გამოტოვებს უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო კოალიციის შეკრებას
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა