გერმანიაში ადგილობრივებმა მიგრანტები ცემეს

პოლიციამ გამოძიება დაიწყო მასობრივი ჩხუბის შესახებ, რომელიც დღეს ქალაქ შვერინში მოხდა -ამის შესახებ როსტოკის პოლიციის პრეს-სამსახურმა განაცხადა.
წინასწარი მონაცემებით, ოცდაათი ადგილობრივი, მარიენპლატცზე ათობით მიგრანტს თავს დაესხა. პოლიციამ, თითქმის მაშინათვე შეძლო მხარეების დაშოშმინება. სხეულის მსუბუქი დაზიანება რამდენიმე ადამიანმა მიიღო – ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი. საქმეში 40 ფიგურანტია. ინციდენტის მოწმეებს ეძებენ.
შემთხვევა, აღნიშნულ ადგილზე პირველად არ ხდება – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია ია მეტრეველისა და სანდრა რულოვსის დაპირისპირებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაგაერო სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე გააგრძელებს მუშაობას