6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

გერმანიაში 17-დან 45 წლამდე მამაკაცები ვალდებულები იქნებიან, ქვეყნიდან დიდი ხნით გამგზავრებისთვის ნებართვა მიიღონ

გერმანული მედიის ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობით, გერმანიაში 17-დან 45 წლამდე მამაკაცები ვალდებულები იქნებიან, ქვეყნიდან დიდი ხნით გამგზავრებისთვის ნებართვა თავდაცვის უწყებისგან მიიღონ.

როგორც მედია წერს, შესაბამისი რეგულაცია გაწერილია სამხედრო სამსახურის მოდერნიზაციის შესახებ ახალ კანონში.

ახალი წესების მიხედვით 17-დან 45 წლამდე გერმანიის მოქალაქე მამაკაცებს სამ თვეზე მეტი ხნით ქვეყნიდან გამგზავრების შესახებ ბუნდესვერს უნდა შეატყობინონ და შესაბამისი ნებართვა მიიღონ.

მანამდე მოქმედი კანონით, ასეთი ნებართვის მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იყო სავალდებულო, როდესაც ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა ან არსებობს გარე ძალების მხრიდან თავდასხმის საფრთხე.

გერმანული მედიის ცნობით, ჯერ უცნობია, როგორ მოხდება ახალი კანონის აღსრულება, რადგანაც გერმანიის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ამ ცვლილების შესახებ არ იცის. ასევე გაურკვეველია, რა სახის სანქცია დაეკისრებათ ახალი რეგლამენტის დამრღვევ პირებს.

banner
წინა სტატიაში„არა, მიუსაფარების გენოციდს! იყავი მიუსაფრების ხმა“- კანცელარიასთან აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი: ნებისმიერი, ვისაც სინოდი აირჩევს, ღირსეული პატრიარქი იქნება