გერმანიაში 15 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბრალდებულს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 

გერმანიის ლანდაუში სასამართლომ 15 წლის მოზარდის, მიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ბრალდებულს, მოზარდის ყოფილ მეგობარს ავღანელ აბდულ დ-ს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მრავლობითი ჭრილობით მიყენებული მკვლელობისთვის 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დანაშაული 2017 წლის დეკემბერში მოხდა და მას დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება მოყვა. ავღანელი აბდულ დ, ოფიციალური დოკუმენტებით, მსხვერპლის  ტოლი იყო, ამიტომ ის არასრულწლოვანთათვის დაწესებული ნორმებით გაასამართლეს.

ნიშანდობლივია,რომ მიას მამამ ეჭვი გამოთქვა ავღანელის ფაქტიურ ასაკთან დაკავშირებით. ეს თემა  პოლიტიკოსებმა აიტაცეს და  ავღანელის  ასაკის დადგენა მოითხოვეს.

ექსპერტების დასკვნით, ავღანელი, დანაშაულის ჩადენის მომენტში, მინიმუმ 17,5 წლის, ან შესაძლოა 20 წლისაც იყო. მიუხედავად ამისა, იუსტიციის თანამშრომლების გადაწყვეტილებით ის გასამართლდა როგორც არასრულწლოვანი.
banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადები“-ს ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
შემდეგი სტატიაჩინეთი აფრიკაში 60 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს