Reuters-ის ინფორმაციით, დღეს გერმანიასა და საფრანგეთში ხალხმრავალი დემონსტრაციებია დაგეგმილი.
გერმანიის 34 ქალაქში, მათ შორის ბერლინში, ფრანკფურტსა და მიუნხენში, ახალგაზრდული მოძრაობა Gen Z regelt-ის ორგანიზებით 160 000-ზე მეტი ადამიანი გამოვა. აქციის მონაწილეები სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას ეწინააღმდეგებიან და განათლების სფეროში ინვესტიციების გაზრდას ითხოვენ.
პარალელურად, მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაგეგმილი საფრანგეთშიც, სადაც 150-მდე დემონსტრაციის წინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 70 000 პოლიციელია მობილიზებული.
მანამდე საპროტესტო აქციები გაიმართა იტალიაში, სადაც ათიათასობით სტუდენტი და მუშა გაძვირებულ ცხოვრებასა და სამხედრო ხარჯების ზრდას აპროტესტებდა. რომსა და ტურინში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა — პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, რამდენიმე პირი კი დააკავა.
















