გერმანიას ახალი კანცლერი ჰყავს

გერმანიის ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცი 395 ხმით გერმანიის ახალ კანცლერად აირჩია.

ოლაფ შოლცი სამი პარტიისგან დაკომპლექტებულ კოალიციას გაუძღვება და ჩაანაცვლებს ანგელა მერკელს, რომელიც 16 წლის განმავლობაში იკავებდა გერმანიის კანცლერის პოზიციას. მანამდე შოლცი ვიცე-კანცლერი გახლდათ.

ახალი კანცლერის “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” გამარჯვება სექტემბრის ბოლოს იზეიმა. არჩევნების შემდეგ “სოციალ-დემოკრატების პარტია” “მწვანეებთან” და “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად კოალიციის შექმნაზე მუშაობდა. შეთანხმებას მხარეებმა ხელი სამშაბათს მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ ახალ პარლამენტში შოლცის კოალიციას უმრავლესობა აქვს.

banner
წინა სტატიაშიგვარამია სალიას: შეგიძლიათ გვიპასუხოთ, გადახდილი გაქვთ თუ არა ხელფასები გიორგი გაბუნიასთვის, ნოდარ მელაძისთვის
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – მჯერა, უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს