გერმანიამ ზელენსკის წინადადებას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თავშეკავებით უპასუხა

ნატო

გერმანიის მთავრობაში უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მოწოდებას მისი ქვეყნის ნატოში მიღებასთან დაკავშირებით, თავშეკავებით უპასუხეს.

უკრაინის ლიდერის თქმით, ნატოში გაწევრიანება რუსეთის აგრესიული მოქმედებების მკაფიო პასუხი იქნებოდა.

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ულრიკე დემერმა ამ საკითხთან დაკავშირებით 7 აპრილს თქვა, რომ ნატო ახალი წევრების მიღებისას “ღია კარის” პრინციპით ხელმძღვანელობს. “უკრაინას არჩევანის უფლება აქვს, თუმცა, მიმდინარე მომენტში მისი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯები არ იგეგმება” – ხაზგასმით აღნიშნა დემერმა – “დოიჩე ველე” წერს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინა გერმანიასა და ნატოს სხვა წევრებისთვის მრავალწლიანი და პატივცემული პატრნიორია.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ათობით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატია9 აპრილი – რუსული ფაშიზმის სისხლიანი ანატომია