21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

გერმანიამ უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერ ფონდს დამატებითი 250 მილიონი ევრო გადასცა

გერმანიამ უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერ ფონდს დამატებითი 250 მილიონი ევრო გადასცა.

“მადლობას ვუხდი გერმანიის მთავრობას და პირადად ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრს, კატერინა რაიხეს. ამ მხარდაჭერას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს ზამთრამდე უკრაინის ენერგეტიკის სიმყარის გაძლიერებისთვის”, – წერს უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის საკითხებში, დენის შმიგალი.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდამჭერი ფონდის უდიდესი დონორია და დღეს, 3 სექტემბერს, გამოცხადებული შენატანით, გერმანიის საერთო წვლილი 807 მილიონი ევროა. მთლიანობაში, დონორებმა ფონდში 2.4 მილიარდ ევროზე მეტი შეიტანეს.

თუმცა, შმიგალის თქმით, მუდმივი რუსული თავდასხმების პირობებში უკრაინული ენერგეტიკული კომპანიების საჭიროებები ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ეროსი  კიწმარიშვილის თვითმკვლელობად გაფორმებულ მკვლელობაზე ყველაფერი იცის ზვიად ხარაზიშვილმა (ხარებამ)
შემდეგი სტატია“ვინ მოგცათ უფლება, აკრიტიკოთ ბიჭები, რომლებმაც შეწყალება დაწერეს?”- გიორგი მინდაძე