გერმანიამ თურქეთის გადაწყვეტილება სტამბოლის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ გააკრიტიკა

გერმანიამ გაურკვეველი უწოდა თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, სტამბოლში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგების გაუქმების შესახებ – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. “გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სტამბოლის მუნიციპალური არჩევნების შედეგები გაუქმდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს, გაურკვეველი და გაუგებარია” – ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლში მერის არჩევნების შედეგები გააუქმა, რომელიც მიმდინარე წლის 31 მარტს ჩატარდა – ორშაბათს, 6 მაისს სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-მ გაავრცელა.
მარტის შედეგებით, სტამბოლში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა. მან, თითქმის 15 ათასზე მეტი ხმა მიიღო (დაახლოებით 0,3%), ვიდრე მმართველი პარტიის კანდიდატმა. პრეზიდენტ ერდორანის პარტიამ არჩევნების შედეგები გაასაჩივრა იმ მიზეზით, რომ მრავალი დარღვევა იყო. საარჩევნო კომისიამ ხმათა უმრავლესობით არჩევნების შედეგები გააუქმა. მერის ახალი არჩევნები 23 ივნისს დაინიშნა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში“ქრისტიანობა არ ნიშნავს მხოლოდ მის სიტყვიერ დეკლარირებას, არამედ ნიშნავს ცხოვრებაში მის განხორციელებას”
შემდეგი სტატიამიულერის მოხსენება საკმაო მტკიცებულებებს შეიცავს იმისათვის, რომ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღიძრას