გერმანიამ სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენა აკრძალა…

გერმანიის იუსტიციის სამინისტრომ Facebook-თან, Twitter-თან და Google-თან, ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე, სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის აკრძალვის შეთანხმებას მიაღწია…

გავრცელებული ინფორმაციით,  სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის  შემცველი ყველა რასისტული თუ სხვა სახის დისკრიმინაციული განცხადება თუ გაზიარებული მასალა, 24 საათის განმავლობაში ამოღებული იქნება.

,,ჩვენ არ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და ულტრა მემარჯვენეებს სოციალურ მედიაში თავიანთი ასპარეზი დაუთმოთ,, აცხადებს გერმანიის იუსტიციის მინისტრი ჰეიკო მაასი.

ცნობილია, რომ ამ შეთანხმების მიღებამდე, გერმანიაში დიდი სისწრაფით იზრდებოდა სოციალურ მედიაში რასისტული რიტორიკის ტენდენციები, რაც მერკელის ხელისუფლების მიერ არაბი ლტოლვილების დიდი ნაკადის მიღებას მოჰყვა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიმინსკში, მამაკაცმა გოგონას მისივე სახლში მოპარული 24 მილიონი დაახარჯა…
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარბას აღნიშნავს