გერმანიამ სირიისა და ერაყის ცაზე ოპერაცია დაიწყო

გერმანიამ სირიისა და ერაყის ცაზე ოპერაცია დაიწყო

გერმანიამ სირიისა და ერაყის ცაზე ოპერაცია დაიწყო“შპიგელის” ცნობით, გერმანიის სამხედრო ძალების თვითმფრინავებმა სირიისა და ერაყის ცაზე დაზვერვითი ფრენები განახორციელეს. გაზეთი ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

ორი გამანადგურებელ-ბომბდამსენი Tornado თურქეთის ბაზიდან გაფრინდა ოპერაციის შესასრულებლად.
“შპიგელი” აღნიშნავს, რომ გერმანიამ ბუნდესვერის ნაწილების სირიაში გაგზავნაზე 4 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, ორივე ქვეყანაში სამხედრო ოპერაციებში დაახლოებით 1200 გერმანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიბელგოროდში ექიმმა პაციენტი სიკვდილამდე ცემა (ვიდეო)
შემდეგი სტატიარა ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 8-12 იანვარს