გერმანიამ საქართველოს 135 მილიონი ევროს სესხი და 5 მილიონი ევროს გრანტი გამოუყო

 

 

გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხა საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა. საუბარია დაახლოებით
  135 მილიონ ევროს სესხი და 5 მილიონი გრანტზე. თანხა   ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს მოხმარდება. სავარაუდოდ აღნიშნული თანხით დაფინანსდება პროფესიული   განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვიმმართველობის გაძლიერება.
პრემიერის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს 40 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა, საქართველოს ეროვნული ინოვაციების სისტემის პროექტისათვის.

“ეს გულისხმობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად. ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა ტექნოლოგიების სფეროში დაეუფლება სხვადასხვა პროფესიებს. ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა, რაც თავის მხრივ რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას შეუწყობს ხელს. გათვალისწინებულია რეგიონებში გრანტების გაცემა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად, ასევე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინოწმინდის მუნიციპალიტეტის 600 ოჯახისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება იგეგმება
შემდეგი სტატია30 რძის საწარმოს 40-დან 75 0000-მდე ღირესბულების აღჭურვილობა გადაეცემა